skip to content
ახალი ამბები

მაკკეინი მიესალმება საქართველოს რეფორმებს და რუსეთს აკრიტიკებს

აშშ-ის რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ იმას, რაც ქართველმა ხალხმა განახორციელა ”ვარდების რევოლუციის შემდეგ – დემოკრატიული მმართველობის, დასავლური ორიენტაციის და შიდა რეფორმების თვალსაზრისით – ისტორიული მნიშვნელობა აქვს”.

მან ეს განცხადება აშშ-ში ქართული ასოციაციის ყოველწიულ მიღებაზე ვაშინგტონში 20 მაისს გააკეთა, სადაც სენატორი მაკკეინი ასოციაციის სპეციალური ჯილდოთი დააჯილდოვეს მისი ”ცნობილი და უპირობო მხარდაჭერის გამო საქართველოს დამოუკიდებლობის და აშშ-საქართველოს მეგობრობის მიმართ”.

”მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რვა თვე გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილი იყო რუსეთის შეჭრაზე და თუმცა შესაძლოა ეს ამბავი უკვე მედიის მთავარ თემას აღარ წარმოადგენს, მოდით გავიხსენოთ, რომ მოსკოვი კვლავ არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს, რომელზეც ის გასულ წელს დათანხმდა,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, თავისი ვალდებულებების შესრულების ნაცვლად, რუსეთმა აღიარა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ხელი მოაწერა მეგობრობის შესახებ შეთანხმებებს სეპარატისტულ რეგიონებთან, ”რაც აშკარად ანიჭებს მათ რუსეთზე დამოკიდებულებას”.

”ყველაფერი ეს ხდება – და ეჭვგარეშეა, რომ კიდევ მოხდება ამგვარი ქმედებები – ამერიკა უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, რომელიც არის ჩვენი ერის მტკიცე და მყარი მეგობარი,” – განაცხადა სენატორმა, ”ამერიკის შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლი აკისრია საქართველოში და მთელ მსოფლიოში, როგორც მთავარ ხმას მსოფლიოს ყველა ადამიანის უფლებებისა და ერთიანობისთვის”.

”ამიტომ, მოდით ნუ დაგვავიწყდება რა მოხდა საქართველოში, ნუ დაგვავიწყდება ის დიდი ნაბიჯები რომელიც გადაიდგა განვითარებისკენ და დემოკრატიისკენ, ნურც ძალადობის და ომის ტრაგედიები. და მოდით ეჭვის თვალით ნუ შევხედავთ იმას, თუ რა ხდება დღეს იქ [საქართველოში],” – დასძინა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button