skip to content
ახალი ამბები

ხელისუფლება არასამთავრობო სექტორის დასაფინანსებლად ფონდს ქმნის

პრეზიდენტის ბრძანებულებით შეიქმნება ფონდი, რომლის მეშვეობითაც ხელი შეეწყობა არასამთავრობო  სექტორის განვითარებას და მისი როლის გაზრდაას, – განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმატრების საკითხთა მინსტრმა დიმიტრი შაშკინმა 19 მაისს.

”ეს იქნება საშუალება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციისათვის   მიიღოს დაფინანსება  და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, რათა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, გადაიჭრას სხვადასხვა სახის – საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემა”, განაცხადა შაშკინმა, რომელსაც დაევალა ამ პროცესის კოორდინაცია.

მისი განცხადებით რამდენიმე დღეში მოხდება ფონდის პრეზენტაცია და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან  კონკრეტული წინადადებების მიღებაც დაიწყება. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button