ახალი ამბები

სოხუმი და ცხინვალი მოსკოვთან სასაზღვრო შეთანხმებას გააფორმებენ

30 აპრილს სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში და რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ხელს მოაწერენ სასაზღვრო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

ამ მიზნით სერგეი ბაღაფში დელეგაციასთან ერთად მოსკოვში 28 აპრილს ჩავა.

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას შეფასებით, ეს შეთანხმება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი რუსეთთან ურთიერთობების გასაღრმავებლად, რომელიც ”ფაქტიურად წარმოადგენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების გარანტს”.

იმავე დღეს დაგეგმილია ანალოგიური შეთანხმების ხელმოწერა სამხრეთ ოსეთის ლიდერთან ედუარდ კოკოითთან, იტყობინება ”რია ნოვოსტი”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button