ახალი ამბები

გამყრელიძე: მხოლოდ ჩვენს შეცდომას შეუძლია სააკაშვილის გადარჩენა

ალიანსი საქართველოსთვის წარმომადგენელმა, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ფრთხილი უნდა იყოს, რადგან ”მხოლოდ ჩვენს შეცდომას შეუძლია სააკაშვილი გადაარჩინოს”.

”თუ ჩვენ როგორღაც გადავალთ კანონიერ ჩარჩოებს ან წამოვეგებით პროვოკაციებს, ამით მხოლოდ სააკაშვილი დარჩება მოგებული; ასეთი სცენარი იქნება მისი ერთადერთი გადარჩენა. სხვა შემთხვევაში შანსი არ აქვს. ჩვენ უნდა განვაგრძოთ პროტესტი მშვიდად ყოველდღიურად,”- განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ მაშინ როცა ხელისუფლება დიალოგს თავაზობს, ვერ ხედავს კონკრეტულ მზადყოფნას მმართველი პარტიიდან და პრეზიდენტისგან, რომ მზად არიან მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდნენ.

”ისინი დიალოგს გვთავაზობენ,”-  განაცხადა მან, ”მაგრამ რას გვთავაზობენ? თუ მას [პრეზიდენტ სააკაშვილს] სურს დიალოგი, პირველ რიგში გადადგას კონკრეტული ნაბიჯები; მაგალითად, შეცვალოს [შს მინისტრი] ვანო მერაბიშვილი, მაგალითად, [სახალხო დამცველით] სოზარ სუბარით; ან დაუბრუნოს ”იმედი” მესაკუთრეს… მაგრამ არა მგონია, მას ამის გაკეთება შეეძლოს, რადგან მაესტროს მისცა ეთერში გასვლის საშუალება და უკან შემოუბრუნდა და ეს მან კარგად იცის”.

გამყრელიძემ ეს განცხადება გუშინ გია გაჩეჩილაძესთან ”საკან #5”-ში სტუმრობისას გააკეთა.

”დღეს ბევრჯერ მკითხეს უცხოელმა ჟურნალისტებმა: რატომ არ იღებთ ხელისუფლების შემოთავაზებას მერის პირდაპირი არჩევის თაობაზე,” – განაგრძო გამყრელიძემ, ”მაგრამ პრეზიდენტია კრიზისის წყარო ქვეყანაში და არა სხვა ვინმე”.

გამყრელიძის განცხადების ანალოგიურად, გუბაზ სანიკიძემ ეროვნული ფორუმიდან, რომელიც ასევე სტუმრობდა ”საკანს” განაცხადა: ”კარგით, დავუშვათ ჩვენ მოვხსენით გადადგომის მოთხოვნა; შემდეგ რა? რას გვთავაზობს ის? საარჩევნო კოდექსის რეფორმას? … ეს სასაცილოა”.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button