skip to content
ახალი ამბები

აშშ-ის განცხადება 9 აპრილის აქციასთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ოპოზიციას და ხელისუფლებას მოუწოდა უზრუნველყონ მშვიდობიანი დემონსტრაცია.

ქვემოთ მოყვანილია განცხადების სრული ტექსტი;

”როგორც საქართველოს მეგობარი, აშშ მხარს უჭერს ყველა საქართველოს მოქალაქის  განგძობად მცდელობას მიმართულს დემოკრატიის მშენებლობისაკენ. დემოკრატიისადმი სწრაფვა, რომელსაც ჩვენ ორივე ვიზიარებთ, ასახავს იმ საერთო ღირებულებებს, რაც ჩვენს ქვეყნებს აკავშირებს ერთმანეთთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორებს.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და ასევე 9 აპრილის საპროტესტო აქციის ყველა მონაწილეს უზრუნველყონ მშვიდობიანი დემონსტრაცია, ყოველგვარი ძალადობის გარეშე. მშვიდობიანი პროტესტი არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი და პოლიტიკური მოსაზრების გამოხატვის მისაღები და უმნიშვნელოვანესი ფორმა.

დემოკრატიის მშენებლობის ხელის შეწყობა შესაძლებელია, როდესაც ყველა პოლიტიკური ძალა ჩართულია დიალოგში, როდესაც ისინი ასრულებენ აღებულ ვალდებულებებს და თანამშრომლობენ დემოკრატიული რეფორმების გატარებისთვის საჭირო რთული სამუშაოს შესრულებისას, მათ შორის დაკავშირებულს საარჩევნო კოდექსთან და პოლიტიკურ გარემოსთან, სასამართლო ხელისუფლებასთან და მედიის თავისუფლებასთან.

აშშ მზად არის შეინარჩუნოს და გააღრმავოს ამ რეფორმებისადმი მხარდაჭერა, რომელიც უმნიშვნელოვანესია საქართველოს წარმატებისთვის, როგორც დემოკრატიისთვის, სადაც ამომრჩევლები განსაზღვრავენ ქვეყნის პოლიტიკურ მომავალს.”

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button