
ახალი ამბები
სააკაშვილი სარკოზის შეხვდება – საქართველოს საგარეო უწყება
პრეზიდენტ სააკაშვილსა და მის ფრანგ კოლეგას ნიკოლა სარკოზის შორის შეხვედრა პარიზში იგეგმება, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო.
შეხვედრა გაიმართება ევროკავშირი-რუსეთის სამიტის წინ, რომელიც ნიცაში 14 ნოემბერს გაიხსნება.
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი-რუსეთის სამიტზე განიხილება ”საქართველოში ზაფხულის კრიზისის შედეგები”.
”განხილვები შეეხება მედვედევი-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი გეგმის პუნქტების განხორციელებას,” – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური)