სააკაშვილი ”პროვოკაციების” წინააღმდეგ საუბრობს
საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ”ოკუპანტებს” არ გაუვიდეთ შემდგომი პროვოკაციები, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 10 ნოემბერს ჟურნალისტებს სოფელ პერევში შექმნილი მდგომარეობის კომენტირებისას.
საჩხერის რაიონის სოფელს პერევში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსულმა ძალებმა იქ განთავსებული საგუშაგოების სეპარატისტებისათვის გადაცემა დაიწყეს.
”ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არასოდეს არ შევეგუებით და გავაგრძელებთ სერიოზულ დიპლომატიურ ქმედებებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ადგილობრივ ხალხს შემდგომი პრობლემები არ შეექმნათ,”- განაცხადა სამცხე-ჯავახეთში მყოფმა სააკაშვილმა.
თუმცა მან ასევე აღნიშნა: ”ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო არის ჩართული ძალიან რთულ, ძალიან მნიშვნელოვან და გძელვადიან ბრძოლაში ჩვენი მიწების გათავისუფლებისთვის”.
”ამ ბრძოლაში ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ევროკავშირის მისია ძალიან სერიოზულად და ღიად აფიქსირებს, რომ ძალიან სერიოზული დარღვევებია რუსეთის მხრიდან, მაგრამ საერთოდ რუსეთის ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე არის ყველაფრის დარღვევა და ფეხქვეშ გათელვა,”- დასძინა პრეზიდენტმა.
This post is also available in: English (ინგლისური)