ახალი ამბები

რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა საქართველოზე იმსჯელეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 1 ნოემბერს მოსკოვში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს მეთიუ ბრაიზას შეხვდა და აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხები განიხილა, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, საკითხი განხილულ იქნა ამ რეგიონებისთვის ”უსაფრთხოების უზრუნველყოფის” და ასევე ”მომავალი საერთაშორისო კონტრაქტების” კონტექტსში – იგულისხმება 18 ნოემბერს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button