skip to content
ახალი ამბები

თბილისი უარყოფს განცხადებებს ”სამხედრო დანაშაულთან” დაკავშირებით

BBC იტყობინებოდა 28 ოქტომბერს, რომ მას აქვს მტკიცებულება, რომლის თანახმადაც საქართველომ განურჩეველი ძალა გამოიყენა და შესაძლოა სამოქალაქო პირებსაც გაუხსნა ცეცხლი.  BBC ასევე იტყობინებოდა, რომ მისი ჟურნალისტის პირველი შეუზღუდავი ვიზიტის დროს რეგიონში, ეთნიკურ ქართულ სოფლებში ნახეს სახლები, რომლებიც ”არ მხოლოდ დაწვეს ოსებმა, არამედ დაანგრიეს კიდეც”.

”ჩვენ კატეგორიულად ვუარყოფთ სამხედრო დანაშაულის შესახებ რაიმე ბრალდებას, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი კომენტარისთვის, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სახის გამოძიებისთვის,” – განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა BBC-ს. ”ჩვენ მოვუწოდეთ ომის მსვლელობის საერთაშორისო გამოძიებისკენ, იმ ვითარების გამოძიებისკენ, რამაც ომამდე მიგვიყვანა, იმ ვითარებების დადგენისკენ, რამაც ინტერვენცია გამოიწვია”.

”როდესაც თქვენ საუბრობთ ცეცხლის განურჩეველ გამოყენებაზე, ჩვენ გვაქვს მკაფიო მტკიცებულება იმისა, რომ ცხინვალი რუსული ძალების მიერ რამდენიმე დღის განმავლობაში იბომბებოდა ათჯერ ან შესაძლოა ასჯერ – მაგრამ ათობით ფაქტი ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ვიდეოჩანაწერებით და დოკუმენტური მტკიცებულებით რუსული არმიიდან და რუსი ჟურნალისტების მხრიდან”.

”რა თქმა უნდა, ჩადენილი იქნა სამხედრო დანაშაულები, რა თქმა უნდა, ჩვენს მიერ არა; და რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ამ სამხედრო დანაშაულების გამოძიება; მოვითხოთ, რომ ის ხალხი, რომელიც პასუხისმგებელია ამ სამხედრო დანაშაულებზე, წარსდგეს საერთაშორისო სასამართლოს წინაშე,” – დასძინა სააკაშვილმა.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა განუცხადა BBC-ს, რომ საქართველოში ვიზიტის დროს მან დასვა ”კითხვები სამხედრო დანაშაულებთან და საქართველოს ხელისუფლების სხვა ქმედებებთან დაკავშირებით… ამ დროს ჩვენ ვმოქმედებდით შიშისა და კეთილგანწყობის გარეშე”.

”მე მიმაჩნია, რომ საქართველოს ქმედება იყო უგუნური, ვფიქრობ, რომ რუსეთის პასუხი იყო არაპროპორციული და არასწორი… მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი ფაქტების მოყოლას ვერ დაიწყებს საქართველოს ქმედებებით; მან ის უნდა დაიწყოს ოსების მხრიდან ქართველებზე თავდასხმებით და რომ ეს იყო შურისგება, რომელიც უკონტროლო გახდა. და ეს არის მოვლენების ის განვითარება, რამაც ჩვენ  ახლანდელ ვითარებამდე მოგვიყვანა”. 

BBC-ი ასევე იტყობინება, რომ სეპარატისტული რეგიონის ეთნიკურ ქართულ სოფლებში დამწვარ სახლებს ”მოსალოდნელია, რომ ჩაანაცვლებს ახალი ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, თავისი კინოთეატრითა და სპორტული კომპლექსით და ეს მოსკოვის მიერ დაფინანსდება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button