skip to content
ახალი ამბები

მედვედევი ქართველ ხალხთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენაზე საუბრობს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს ქართველ ხალხთან, რომელთანაც ”საუკუნოვანი ძმური ურთიერთობა” აკავშირებს, ნორმალური ურთიერთობების აღსადგენად.

”ქართველი ერი კი არ არის დამნაშავე აგრესიასა და გენოციდში, არამედ ის დანაშაულებრივი და უპასუხისმგებლო რეჟიმი, რომელმაც ეს ომი წამოიწყო,”- განაცხადა 19 სექტემბერს მედვედევმა მოსკოვში საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან შეხვედრაზე.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, რომლების ”გაგებით მოეკიდნენ იმ ქმედებებს, რომელთა გატარებაც რუსეთის ფედერაციას მოუხდა”.

მისი თქმით, საომარი მოქმედებების თანმხლებმა კამპანიამ  თავისი უარყოფითი როლი ითამაშა, მაგრამ ”ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის კეთილგონიერების და ყველაფერს გავაკეთებთ ნორმალური ადამიანური ურთიერთობების აღდგენისთვის”. 

მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის მოვლენებს რუსეთში არ გამოუწვევია ”ქსენოფობია და ერთაშორის შუღლი”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button