ახალი ამბები

ჯარისკაცთა სახლებში გადმოსვენებაში ეკლესია ჩაერია

ამჟამად სოფელ შინდისში, რომელიც გორსა და ცხინვალს შორის მდებარეობს, არის ”ძალიან” ბევრი ქართველი ჯარისკაცის გვამი, რომლებიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაიღუპნენ, განაცხადა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა დავით შარაშენიძემ 16 აგვისტოს.

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე 15 აგვისტოს კონფლიქტის ზონაში ჩავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პატრიარქს ალექსი მეორეს შუამავლობა სთხოვა კონფლიქტის ზონაში მის შეშვებასთან დაკავშირებით.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელმა დავით შარაშენიძემ დღეს განუცხადა ჟურნალისტებს, რომ აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს გვამების გადმოტანა კონფლიქტის ზონიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ეპიდემიის საშიშროება გაჩნდეს.

პრესკონფერენციაზე მას კითხეს, თუ რამდენი გარდაცვლილი იხილა მან სოფელ შინდისში, ათობით თუ ასობით; თუმცა, მან უპასუხა: ”ამას ვერ ვიტყვი;” თუმცა იქვე დასძინა, ”ძალიან ბევრი”. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button