ახალი ამბები

”რუსეთმა საქართველოს მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია განახორციელა” – სააკაშვილი

რუსეთმა კონტროლი დაამყარა ცენტრალურ მაგისტრალზე გორში და ”ქვეყნის დასავლეთი აღმოსავლეთთან გახლიჩეს,” განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 11 აგვისტოს 20:45 საათზე გამართული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული ძალები გორს აკონტროლებდნენ.

რუსული ძალები თვითგამოცხადებული აფხაზეთის ტერიტორიიდანაც შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიის შიგნით და  სენაკზე დაამყარეს კონტროლი. ამჟამად სენაკიდან ისინი აღმოსავლეთით მოიწევენ.

”სიტუაცია უკიდურესად მძიმე,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს არის ოკუპაციის მცდელობა, საქართველოს მთლიანი ოკუპაციის მცდელობა, საქართველოს განადგურების მცდელობა”.

”რუსეთის მიზანია საქართველოს სახელმწიფოს არსებობის დასრულება,” – დასძინა მან.

”ჩვენ მხოლოდ მორალურ და ჰუმანიტარულ დახმარებას ვიღებთ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვჭირება. ჩვენ გვინდა, რომ მათ შეაჩერონ ეს ბარბაროსი აგრესორი”.

”ჩვენი შეიარაღებული ძალები ამჟამად გადაჯგუფებას ახორციელებენ და ჩვენ დავიცავთ და განვაგრძობთ ბრძოლას ჩვენი მომავლისთვის… ჩვენ არასდროს ჩავბარდებით, ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს თავისუფლებაზე და მომავალზე; ჩვენ არასდროს დავიჩოქებთ”.

”რუსეთის მიზანია გამოიწვიოს პანიკა და ქაოსი და სამოქალაქო კონფრონტაცია საქართველოში… ნუ დავუშვებთ მტრის მთავარი მიზნის განხორციელების საშუალებას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ ქაოსი, პოლიტიკური კონფრონტაცია”.

მან ასევე მოუწოდა მოსახლეობას 12 აგვისტოს 15:00 საათზე პარლამენტის წინ შეიკრიბნონ, რათა ”დავანახოთ მტერს, რომ ჩვენ ვართ ერთიანი და ძლიერი”.

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button