Placeholder canvas
ანალიზიახალი ამბები

სააკაშვილი მედვედევს შეხვდა

მიხეილ სააკაშვილის და დიმიტრი მედვედევის შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში. ფოტო: კრემლის პრესსამსახური

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტებმა მიხეილ სააკაშვილმა და დიმიტრი მედვედევმა სანკტ-პეტერბურგში პირისპირ შეხვედრის დაწყებისას აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის დაგროვილი პრობლემების მოგვარების აუცილებლობა.

პრესის თანდასწრებით დიმიტრი მედვედევმა განაცხადა: ”მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრის და ურთიერთობის შესაძლებლობით. გუშინ ვიყავი გერმანიაში, ვესაუბრე გერმანელ კოლეგებს, ისინი ნერვიულობენ რუსულ-ქართული ურთიერთობების ბედზე. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თავად შეგვწევს უნარი გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს არსებობს, გადავლახოთ  სირთულეები, რომელიც გვაქვს და მოვაგვაროთ ისინი დიდი ხნით”. 

”მე მთლიანად გეთანხმებით,”- განაცხადა სააკაშვილმა რუსი კოლეგის საპასუხოდ, ” მე მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრისა და საუბრის შესაძლებლობით. მე ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა, ახლოს გაცნობა. და მართლაც ვიმედოვნებ ნაყოფიერ, გრძელვადიან თანამშრომლობას და ჩვენ ურთიერთობებში ყველა მტკივნეული საკითხების გადაწყვეტას. მე ვფიქრობ, რომ გადაუწყვეტელი საკითხები არ არსებობს, არ გადაწყვეტილი ბევრია, მაგრამ გადაუწყვეტადი არ არსებობს. პრაქტიკულად ყველას გადაწყვეტა შეიძლება კეთილი ნების არსებობის, ურთიერთგაგების შემთხვევაში. მართლაც საქართველო და რუსეთი არიან ქვეყნები, რომლებიც ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან ისტორიულად, კულტურულად, ადამიანურად. დღევანდელი სიტუაცია ხელოვნურია  და ის ხელს არავის არ აძლევს. მე ვფიქრობ, რომ ყველა საკითხი უნდა გადავწყვიტოთ. არსებობს პრინციპული საკითხები, მათ  გადავწყვეტთ”.

ორ ქვეყანას დაძაბული ურთიერთობების ფონზე პრეზიდენტების შეხვედრა დსთ-ს ლიდერთა არაფორმალური სამიტის და ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში იმართება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button