skip to content
ახალი ამბები

ბაქრაძე გერმანიაში შტაინმაიერს შეხვდა

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დავით ბაქრაძე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის რანგში დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.


ვიზიტი, რომელიც ბაქრაძემ აშშ-ში დაიწყო და გერმანიაში განაგრძო, ხორციელდება საქართველოს დიპლომატიური მცდელობების ფარგლებში ”საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციის” მიზნით რუსეთის იმ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებს.


”საჭიროა რუსეთმა მიიღოს მკაფიო სიგნალი ყველასგან, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმას მოჰყვება შესაბამისი რეაქცია,”- განუცხადა ჟურნალისტებს ბაქრაძემ ბერლინში.
 

Back to top button