
ახალი ამბები
რუსეთი უარყოფს ქართული თვითმფრინავის ჩამოგდებას
მოსკოვმა უარყო თბილისის ბრალდება აფხაზეთის თავზე 20 აპრილს საქართველო უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე.
”კვირა დღე იყო და პილოტები ისვენებდნენ. ასე რომ, არცერთი ფრენა არ განხორციელებულა რეგიონში,”- განაცხადა რუსეთის საჰაერო ძალების მეთაურის თანაშემწემ ალექსანდრე დრობიშევსკიმ.
იმავდროულად, დღეს რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს 20 აპრილს აფხაზეთის ტერიტორიაზე უპილოტო ქართული მზვერავი თვითმფრინავის რუსული საბრძოლო თვითმფრინავის MIG-29-ის მიერ ჩამოგდების გამო.