ახალი ამბები

ესტონეთის პრეზიდენტი რუსეთის ნაბიჯს საქართველოსთვის MAP-ის გადადებას უკავშირებს

ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა განაცხადა, რომ ნატოს უარი ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებასთან დაკავშირებით რუსეთმა შესაძლოა აღიქვა როგორც მწვანე შუქი იმ ”პროვოკაციული” ნაბიჯის გადასადგმელად, რომელიც უკავშირდება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას.


”ერთი შესაძლო ინტერპრეტაცია არის ის, რომ უარი, წინააღმდეგობა რამოდენიმე მოკავშირის მიერ MAP-ის მიცემასთან დაკავშირებით აღქმული იქნა [მოსკოვში] როგორც მწვანე შუქი ამ სამკაოდ სახიფათო ნაბიჯის განსახორციელებლად,” – განუცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა ვაშინგტონში ”როიტერს” 18 აპრილს, ”ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს განკარგულება პროვოკაციული, კონტრპროდუქტიული და საბოლოო ჯამში, არასწორია… მიგვაჩნია, რომ ამგვარი ტიპის განკარგულება უნდა გაუქმნდეს.”


მისი თქმით, საქართველოს პასუხი რუსეთის გადაწყვეტილების მიმართ იყო ”გასაოცრად და სანაქებოდ მშვიდი,” თუმცა ”როიტერის” ცნობით, იგი ასევე დაინტერესდა, შეინარჩუნებს თუ არა თბილისი ასეთივე სიმშვიდეს, განსაკუთრებით 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button