
ახალი ამბები
ოპოციზიციური კოალიცია და ახალი მემარჯვენეები შესაძლოა ერთიანი სიით გავიდნენ არჩევნებზე
ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა არ გამორიცხა, რომ ახალმა მემარჯვენეებმა შესაძლოა ოპოზიციურ კოალიციასთან ერთად მიიღოს მონაწილეობა 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში.
31 მარტს პოლიტიკურ თოქშოუ Primetime-ში საუბრისას დავითაშვილმა განაცხდა: ”მე არ ვუარყობ, რომ ახალი მემარჯვენეები ჩვენს ერთიან სიაში შევლენ”. თუმცა, მან ასევე თავი აარიდა წამყვანის შეკითხვას ამ საკითხზე და არ დაადასტურა ეს ინფორმაცია. მისი თქმით, იგი ამას ოფიციალური განცხადების გაკეთებამდე ვერ დაადასტურებს.
დავითაშვილის თქმით, კოალიციის დეპუტატობის კანდიდატების ერთობლივი პარტიული სიის შედგენა ”არ იყო ადვილი პროცესი”, თუმცა სიის ფორმირება უკვე დასრულდა.