
ახალი ამბები
თბილისის მერმა პატარკაციშვილის ოჯახს მიუსამძიმრა
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს ბადრი პატარკაციშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
ჯერ-ჯერობით უგულავა ერთადერთი მაღალჩინოსანია ხელისუფლებიდან, რომელიც პანაშვიდზე იმყოფებოდა.
ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც 12 თებერვალს ბრიტანეთში, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევით გარდაიცვალა, ხვალ თბილისში, საკუთარი რეზიდენციის – რიტუალების ყოფილი სასახლის – ეზოში დაკრძალავენ.