
ახალი ამბები
აფხაზეთი საარტილერიო წვრთნებს გეგმავს
აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლება ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს გეგმავს 1-5 მარტს, იტყობინება რუსული სააგენტო ”კავკაზსკი უზელი” აფხაზეთის გენშტაბის უფროსის, დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანატოლი ზაიცევის სიტყვებზე დაყრდნობით.
ზაიცევის განცხადებით, საბრძოლო სროლები ოჩამჩირეში, ნაღვალოუს სამხედრო პოლიგონზე 4 მარტიდან დაიწყება 100 ერთეული საარტილერიო დანადგარის, სატანკო ბატალიონის და 2 ათასი რეზერვისტის მონაწილეობით.