ახალი ამბები

თბილისი სეპარატისტულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას აპროტესტებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს კონფლიქტურ ზონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების თანხმობის გარეშე, რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზებას აფასებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად, საქართველოს სუვერენიტეტის იგნორირებად და მოითხოვს რუსეთის მხარისაგან სათანადო ახსნა-განმარტებას.


შესაბამისი საპროტესტო ნოტა ქართულმა მხარემ 26 თებერვალს  რუსეთის ელჩს საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკოს გადასცა.


აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 2 მარტის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცედურა უკვე დაიწყო და 2 მარტამდე გასტანს.

მსგავსი/Related

Back to top button