skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს დაზვერვის სამსახურის უფროსი საქართველოზე საუბრობს

საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონები პოტენციურ ცხელ წერტილებად დარჩება ”იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი – დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარების საპასუხოდ – არ აღიარებს ორი რეგიონის დამოუკიდებლობას,” განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა მაიკ მაკკონელმა 5 თებერვალს სენატის კომიტეტის სხდომაზე.


ყოველწლიურ მოხსენებაში საფრთხეების შეფასების შესახებ, რომელიც მაკკონელმა სენატის დაზვერვის კომიტეტს წარუდგინა, მან აღნიშნა, რომ მოსკოვი სულ უფრო აქტიურად იყენებს თავის გაძლიერებულ შეიარაღებულ ძალებს. ”გახშირებული სამხედრო სწავლებები  ჩრდილოეთ კავიასიის სამხედრო ოლქში, რომლის დროსაც ხშირად ფოკუსირება ხდებოდა საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მიზნად ისახავს რეგიონში დომინანტობის დემონსტირებას და არ უწყობს ხელს გარე ჩარევას,” – განაცხადა მან.


საქართველოსთან მიმართებაში მან ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელახლა არჩევა ”დაეხმარება მას განაახლოს თავისი დემოკრატიული მანდატი”.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button