ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში გაემგზავრა

ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი დღეს ვაშინგტონში გაემგზავრა, სადაც კონგრესის ჰელსინკის კომისიაში 6 თებერვალს სიტყვით გამოვა გაერთიანებული ოპოზიციის სახელით.


”ეს იქნება მოხსენება საქართველოს დღევანდელი სიტუაციის შესახებ, გასული და მომავალი არჩევნების შესახებ და რა შედეგებს შეიძლება ველოდოთ,” – განუცხადა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია ”მზეს”. 


კონგრესის კომისიაში დაგეგმილ განხილვაში “საქართველო – 2008: არჩევნები თუ ქუჩის პოლიტიკა?!” ასევე გეგმავენ სიტყვით გამოსვლას საქართველოს ელჩი ამერიკაში ვასილ  სიხარულიძე და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა.


სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ერთი კვირა დარჩება და ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს კონგრესმენებთან და მაღალი რანგის დიპლომატებთან, იტყობინება საქართველოს გზის პრესსამსახური. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button