ახალი ამბები

საგარეო ვაჭრობა 40%-ით გაიზარდა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.9%-ით გაიზარდა 2006 წელთან შედარებით და 2007 წელს 6.456 მილიარდი დოლარი შეადგინა, განაცხადა სტატისტიკის დეპარტამენტმა 25 იანვარს. 


ექსპორტის მოცულობამ 1.24 მილიარდი შეადგინა, რაც 32.5%-ით მეტია 2006 წლის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტის მოცულობა 41.8%-ით გაიზარდა და 5.216 მილიარდს მიაღწია.


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სახელმწიფოებთან ვაჭრობის წილმა 36% შეადგინა. ეს მოცულობა 2006 წელს 38.8% იყო. ხოლო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან სავაჭრო ბრუნვამ 28% შეადგინა.


სავაჭრო ბრუნვამ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთან – თურქეთთან – 899.6 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა 2007 წელს, ნაცვლად 645.8 მილიონი აშშ დოლარისა 2006 წელს.


ამჟამად უკრაინა საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რადგანაც ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების უმეტესობის ექსპორტი ახლა რუსეთის ნაცვლად სწორედ უკრაინაში ხორციელდება. ამ ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვამ 631.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მხოლოდ 0.4%-ით ნაკლებია 2006 წლის მონაცემზე.  


საქართველოს მთავარ საექსპორტო პროდუქციას ფეროშენადნობი წარმოადგენს, რასაც მოყვება შავი ლითონის ჯართი და სპილენძი. ხოლო რაც შეეხება იმპორტს, საქართველოში ძირითადად შემოდის ნავთობპროდუქტები, მანქანები, მედიკამენტები და ხორბალი. 

Back to top button