ახალი ამბები

ლავროვი საქართველოს ნატოში მისწრაფებაზე საუბრობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თუ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რუსეთი აღმოჩნდება ახალ რეალობაში, რომელშიც უნდა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება.


5 იანვარს საქართველოში ჩატარებული პლებისციტის წინასწარი შედეგებით, საქართველოს ამომრჩეველთა 72.5%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ კურსს.


”ეს ქართველი ხალხის საქმეა,”- განაცხადა ლავროვმა, ”შემიძლია მხოლოდ შევახსენო, რომ ქართული მხარე, როცა წყდებოდა ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის საკითხი და ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული და ბაზები გავიყვანეთ დროზე ადრე, იღებდა ვალდებულებას კანონმდებლობით გაემყარებინა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ განთავსდება მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზები. ვნახოთ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button