ახალი ამბები

’გაერთიანებული საქართველო ნატოში მომავალ საპრეზიდენტო ვადაში’- სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაში, 5 იანვარს არჩევის შემთხვევაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ პერიოდში ევროკავშირში გაერთიანება არარეალური პერსპექტივაა.


”მე ვიცი, რომ ჩვენ ჩემი პრეზიდენტობის მეორე ვადაში შევალთ ნატოში,”- განაცხადა მან 27 დეკემბერს ”რუსთავი 2”-ზე პოლიტიკურ თოქ-შოუში პირდაპირ ეთერში საუბრისას, ”მე ვიცი, რომ ჩვენ შევძლებთ ბოლომდე მოვახდინოთ, შეიძლება ევროკავშირის წევრი ვერ გავხდეთ და ალბათ ვერ გავხდებით, ამას პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ჩვენ ძალიან ახლოს მივალთ ძირითად ევროპულ სტრუქტურებთან. მე არასდროს აღარ მინდა, რომ საქართველოზე ვიღაცამ იალაპარაკოს, როგორც მეორე ხარისხოვან ქვეყანაზე”. 


მან ასევე განაცხადა: ”მე მომავალ პრეზიდენტს გაერთიანებულ საქართველოს დავუტოვებ”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button