ახალი ამბები

”არტი ჯგუფმა” ხანძრის შედეგად იზარალა

კომპანია ”არტი ჯგუფის” საწყობი, რომელიც  Procter & Gamble, Gillette, Uni, Dilmah და Sara Lee პროდუქციის ექსკლუზიური შემომტანია საქართველოში, გუშინ ღამით გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა.


წინასწარი მონაცემებით, კომპანიას, რომლის ადმინისტრაციული შენობა ხანძარს გადაურჩა, 7 მლნ ლარის ოდენობით ზარალი მიადგა. კომპანიის ქონება “BCI-ალდაგში” იყო დაზღვეული. ხანძრის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.


”ცეცხლი თავისთავად არ ჩნდება,”- განუცხადა ჟურნალისტებს ”არტი ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა მარტინშ ვეცვანაგსმა.


”არტი ჯგუფის” მეპატრონეა ქიბარ ხალვაში, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ახლო მეგობარი. კომპანია 24 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დალუქა, რის შემდეგაც ერთთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ”არტი ჯგუფმა” მუშაობა განაახლა ისე, რომ ფინანსური დარღვევები ვერ იქნა აღმოჩენილი.

მსგავსი/Related

Back to top button