ახალი ამბები

გაერთიანებული ოპოზიცია აქტივისტების ცემის და ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს

ცხრა ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი კოალიცია, რომელიც დეპუტატ ლევან გაჩეჩილაძეს უჭერს მხარს საპრეზიდენტო მარათონში, აცხადებს, რომ ადგილი აქვს მათ აქტივისტებზე თავდასხმებისა და დაშინების ფაქტებს.


რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა თინა ხიდაშელმა 1 დეკემბერს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ წყალტუბოში კოალიციის ოფისი დაარბიეს. მისი თქმით, ინციდენტი მოხდა გარდაბანშიც, სადაც კოალიციის ოფისის ხელმძღვანელი გაიტაცეს და სცემეს. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, რომ ამ ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. ”ამის შესახებ არაფერი არ ვიცი. მათ [ოპოზიციის აქტივისტებმა] უნდა გვაცნობონ, რამე თუ მოხდა,” – განუცხადა ხიზანიშვილმა Civil.Ge.-ს.   


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button