skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტობის მსურველთა რაოდენობა 19-მდე შემცირდა

5 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეთა მსურველები 22-დან 19-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სამი კანდიდატი – ავთანდილ ფილაური, გიორგი გახოკიძე და გია ჩხიკვაძე – რეგისტრაციაში არ გაატარა.


ცესკო-ს განცხადებით, ამ კანდიდატებმა ვერ შეძლეს შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა, თუმცა სამივე მათგანს ჰქონდა შანსი სამი დღის ვადაში გამოეწორებინათ დოკუმენტაციაში არსებული ხარვეზები.


ამჟამად კანდიდატობის მსურველთა შორის არიან: მიხეილ სააკაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან; ლევან გაჩეჩილაძე – გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი; დავით გამყრელიძე – ახალი მემარჯვენეები; შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია; არკადი (ბადრი) პატრაკაციშვილი – საინიციატივო ჯგუფი; გიორგი მაისაშვილი – საინიციატივო ჯგუფი.


გარდა ამისა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილები არიან: ირინა სარიშვილი-ჭანტურია (პარტია ”იმედის” ლიდერი), გიორგი შარვაშიძე (ექს-პრეზიდენტ შევარდნაძის მთავრობაში შინაგანი ჯარების სარდალი ), გიორგი გაჩეჩილაძე (მწვანეთა პარტიის ლიდერი), ქართლოს ღარიბაშვილი (ადვოკატი), თეიმურაზ შაშიაშვილი (იმერეთში შევარდნაძის მთავრობის ყოფილი გუბერნატორი), ავთანდილ მარგიანი, გიორგი ყორღანაშვილი, ლევან ქიძინიძე, თამაზ ბიბილური, შალვა კუპრაშვილი, შალვა ცერცვაძე,  ფაზილ ალიევი და არჩილ იოსელიანი. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button