
ახალი ამბები
ნადირაძე: საგანგებო მდგომარეობა ”ორ, სამ დღეში მოიხსნება”
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა ”მალე, ორ ან სამ დღეში” მოიხსნება.
მან ეს განცხადება 12 ნოემბერს საღამოს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა: ”უკვე რამდენიმე დღეა გვესმის, რომ საგანგებო მდგომარეობა რამდენიმე დღეში მოიხსნება, მაგრამ აქამდე არ მოგვისმენია რაიმე კონკრეტული მიზეზი, თუ რატომ არ იხსნება საგანგებო მდგომარეობა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)