ახალი ამბები

ბრაიზა: დემოკრატიული განვითარების პროცესი უნდა განახლდეს

საქართველოში დემოკრატიული განვითარების პროცესი დაუყონებლივ უნდა განახლდეს, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზამ 12 ნოემბერს თბილისში.


ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს და პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს. ასევე დაგეგმილია მისი შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილთან.


”დღეს ამერიკის მთავრობისთვის უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოში დემოკრატიაა. აშკარაა, რომ რაც ბოლო დროს მოხდა, დარტყმა მიაყენა ამ სისტემას,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ”ჩვენ გვინდა, რომ დემოკრატიული განვითარების პროცესი განახლდეს რაც შეიძლება სწრაფად და განვიხილავთ პრაქტიკულ ნაბიჯებს ამ კუთხით”.


მან ასევე განაცხადა, რომ 5 იანვარს დაგეგმილი რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს და ”ამისთვის რამდენიმე ნაბიჯი უნდა გადაიდგას დაუყონებლივ, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის მოხსნა და ყველა ტელევიზიის მაუწყებლობის აღდგენა”.
   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button