ნოღაიდელმა მომიტინგეების დაშლაზე პირველი კომენტარი გააკეთა
პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისაგან გათავისუფლება და ”ქვეყანა აგრძელებს ჩვეულებრივად და ნორმალურად ფუნქციონირებას”.
”ძალის გამოყენებით გადაიკეტა რუსთაველის ქუჩა, შესაბამისად იქნა მიღებული შესაბამისი ზომები რუსთაველის ქუჩის გასახსნელად, ”- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა, ”გამოყენებული იქნა წყლის ჭავლი, დასავლური ცრელმსადენი გაზი, რომელი გამოიყენება ხოლმე მშვიდობიანი დემონტრაციების დასაშლელად, ის რაც მოხდა დღეს”.
”რაც შეხება რამდენად აუცილებელი იყო რუსთაველის ქუჩის გახსნა, მე მგონი ყველა დარწმუნებული ხართ, რომ რუსთაველის ქუჩის გახსნა იყო აუცილებელი,”- აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრს არ ჰქონდა ინფორმაცია დაშავებულთა რაოდენობის შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ ამ საკითხის კოორდინაცია ჯანდაცვის მინისტრს დავით ტყეშელაშვილს დაავალა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)