Placeholder canvas
ახალი ამბები

ოქრუაშვილი ალაპარაკდა

ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 5 ნოემბერს მიუნჰენიდან ტელეკომპანია ”იმედის” გადაცემა ”ღია ეთერისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა:


• ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვნერვიულობ სატელევიზიო ინტერვიუს დროს;
• ბოდიშს ვიხდი იმის გამო, რომ არ ვარ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ათასობით ადამიანთან;
• მე მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ქართველებს, რომლებსაც იმედი გავიცრუე ჩვენებით, რომელიც მაიძულეს რომ მიმეცა ციხეში;
• პრეზიდენტი ჩვენ გამძლეობის თამაშს გვეთამაშება;
• ხალხს არასოდეს წაუგია გამძლეობის თამაში და ის აუცილებლად გაიმარჯვებს;
• სააკაშვილი ინფორმაციას მხოლოდ მისი ვიწრო გარემოცვისგან იღებს;
• შენი [მიმართავს პრეზიდენტ სააკაშვილს] დღეები დათვლილია, რადგან ხალხმა უკვე გამოგიტანა განაჩენი;  მე იძულებითი პოლიტიკური ლტოლვილი ვარ;
• მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს თავში: როგორ გაიძულო შენ [მიმართავს პრეზიდენტ სააკაშვილს] დატოვო ხელისუფლება;
• ამ საუბრით მე დიდი რისკის ქვეშ ვიგდებ თავს, მაგრამ სიჩუმის შენარჩუნება არ შემიძლია;
• არავინ იფიქროს, რომ მე ევროპაში ვაპირებ დარჩენას; მე ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლება მალე წავა;
• მე მუდმივი ურთიერთობა  მაქვს გაერთიანებულ ოპოზიციასთან;
• ხელისუფლება ძალიან ბევრს კარგავს და ამდენად ისინი სახიფათოები არიან;
• ყველა ის ბრალდება, რომელიც მე პრეზიდენტ სააკაშვილს წავუყენე, სიმართლეა; მაგრამ მე არ მომეცემა ამის დამტკიცების საშუალება საქართველოში არსებული მართლმსაჯულების პირობებში;
• მე არ მქონია არანაირი კონტაქტი ბადრი პატარკაციშვილთან მას შემდეგ, რაც ციხიდან გამოვედი;
• მე გარკვეული ურთიერთობები  მქონდა პატარკაციშვილთან (რომელიც სხვათა შორის პრეზიდენტმა გამაცნო) დროდადრო, თუმცა ჩვენ არასოდეს გვისაუბრია ერთობლივ პოლიტიკურ გეგმებზე;
•  ქართველი ხალხის დაკვეთა ოპოზიციის გაერთიანების თაობაზე შესრულდა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არჩევნებზე ისინი ერთიანი სიით გამოვლენ; ეს გაერთიანება სააკაშვილის წინააღმდეგ არის მიმართული;
• მე მინდა მჯეროდეს ათასობით მომიტინგის გამძლეობის;
• უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბოთ და ეს შავი ჭირი სააკაშვილის სახით ერთად მოვიშოროთ. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button