skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციის საპროტესტო აქცია განახლდა







”იმედი” საპროტესტო აქციას პირდაპირ ეთერში
გადასცემს.
პარლამენტის წინ 3 ნოემბერს ოპოზიციის საპროტესტო აქცია განახლდა, სადაც რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. თუმცა, 2 ნოემბრის აქცია უფრო ფართომასშტაბიანი იყო.

ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი უფრო რადიკალური გახდა თავის მოთხოვნებში, ხოლო აქციის მონაწილენი პრეზიდენტის მისამართით სკანდირებენ ”წადი, წადი”.


”მე ვეუბნებოდი ასლან აბაშიძეს ჩამოგდებამდე: ნუ გახდები იძულებული, რომ დადგე არჩევანის წინაშე მილოშევიჩსა და ჩაუშესკუს შორის. ახლა, იგივეს ვეუბნები სააკაშვილს:ნუ გახდები იძულებული, რომ დადგე ამ არჩევანის წინაშე; შენ კიდევ გაქვს დრო, რომ გააკეთო არჩევანი არჩევნების სასარგებლოდ. ნუ გახდები შენი გარემოცვის მძევალი, რომელთაც უკან დასახევი გზა არ აქვთ,” – განაცხადა დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან აქციაზე.


”მას ეშინია. მას ვითომ არ შეეშინდა განმუხურში წასვლა და რუს ჯარისკაცებთან დაპირისპირება . მაგრამ, მას ეშინია მოვიდეს აქ და თვალებში შემოგხედოთ,” – მიმართა მომიტინგეებს დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა, კონსერვატიული პარტიის ლიდერმა.


”ყველაფერი ჩვენ გამძლეობაზეა დამოკიდებული,” – განუცხადა დეპუტატმა კახა კუკავამ კონსერვატიული პარტიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ”მათ [ხელისუფლებას] ჰგონიათ, რომ ჩვენ დავიშლებით სიცივის გამო, მაგრამ ეს არ მოხდება. არც ერთი ნაბიჯი უკან”.


ამავდროულად, ხელისუფლება საღამოს ლოკომოტივის სტადიონზე საესტრადო კონცერტის გამართვას გეგმავს. ოპოზიციის განცხადებით, ხელისუფლება ხალხის გადაბირებას ცდილობს.


2 ნოემბერს პარლამენტის წინ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. ოფიციალური პირების განცხადებით, აქციაში მხოლოდ 25 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, 2 ნოემბერს პარლამენტის წინ 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა; სხვა მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 50 000-დან 70 000-მდე მერყეობდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button