skip to content
ახალი ამბები

ცისკარიშვილმა დეპუტატებს რთველის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

სოფლის მეურნეობის მინისტრი პეტრე ცისკარიშვილი დღეს მმართველი პარტიის და ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა და კახეთში მიმდინარე რთველის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.


”ამ დროისათვის კახეთში მოსავლის 80% უკვე დაბინავებულია, შესაბამისად 110 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა” – განუცხადა ცისკარიშვილმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.


ოპოზიციური კონსერვატორული პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ მინისტრი ”საკმაოდ კონსტრუქციული” იყო.


”თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერზე [მაია ნადირაძეზე], რომელმაც საკითხის პოლიტიზირება მოახდინა,” – დასძინა მან.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button