skip to content
ახალი ამბები

ნატოს გენმდივანი თბილისში იმყოფება

ნატოს გენერალური მდივანი იააპ დე ჰოოპ სხეფერი თბილისს 3 ოქტომბერს ეწვია და დღეს დილიდან ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.


დაგეგმილია მისი შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.


შუადღისას ნატოს გენერალური მდივანი გაემგზავრება სიღნაღში, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან. შეხვედრის შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.


დღესვე, ბრიუსელში გამგზავრებამდე იააპ დე ჰოოპ სხეფერი შეხვდება საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებს.


ანალიტიკოსების განცხადებით, ამ ვიზიტს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რომელსაც ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მიღების იმედი აქვს 2008 წლის აპრილში, ნატოს ბუქარესტის სამიტის ფარგლებში.


თუმცა, ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ვიზიტის დრო არც თუ ისე ხელსაყრელია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, რასაც წინ უძღოდა ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება.


”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა 3 ოქტომბერს განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერები ხუთშაბათს შეხვედებიან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში რობერტ სიმონსს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button