skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა იაპონიასა და ბელარუსში ახალი ელჩები დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა იაპონიასა და ბალარუსში საგანგებო და სრულუფლებიან ელჩებად ივანე მაჭავარიანი და დავით ზალკალიანი დაამტკიცა.

ივანე მაჭავარიანი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი იყო, ხოლო დავით ზალკალიანი კარიერული დიპლომატია, რომელიც ბოლოს საგარეო უწყებაში გლობალურ ურთიერთობათა დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

იაპონიასა და ბელარუსში საქართველოს ახლად გახსნილ საელჩოებში ისინი პირველი ელჩები გახდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button