კულახმეტოვი საჰაერო თავდასხმის შესახებ საუბრობს
თვითმფრინავმა რაკეტა მას შემდეგ გაისროლა, რაც მას ცეცხლი გაუხსნა სამხრეთ ოსეთის მილიციამ 6 აგვისტოს, განაცხადა მარატ კულახმეტოვმა, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში შერეული სამშვიდობო ძალების სარდალმა.
საქართველო აცხადებს, რომ ორმა რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა, სავარაუდოდ SU-24 ტიპის, დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და ერთ-ერთმა მათგანმა ”ჰაერი-მიწის” ტიპის რაკეტა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის მახლობლად ჩამოაგდო.
თუმცა კულახმეტოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი საქართველოს მხრიდან შეფრინდა და იმავე მიმართულებით დატოვა ტერიტორია.
”თვითმფრინავი კონფლიქტის ზონაში აღმოსავლეთის მხრიდან შემოვიდა. შემდეგ მან გადაუხვია სამხრეთ-დასავლეთით. სოფელ გრომის თავზე მას სამხრეთ ოსური მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. ამან, როგორც ჩანს, პილოტი შეაშინა და უბიძგა მას გაესროლა რაკეტა და შემდეგ გადაეხვია ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, თვითმფრინავი შემდეგ გაფრინდა აღმოსავლეთ მიმართულებით, საიდანაც თავიდანვე მოფრინდა,”- განუცხადა კულახმეტოვმა ”რია ნოვოსტის”.
მისი თქმით, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, რა სახის რაკეტა იქნა ნასროლი.
This post is also available in: English (ინგლისური)