
ახალი ამბები
ბაღაფში მოსკოვში კარასინს შეხვდა
თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში, რომელიც მოსკოვს სტუმრობს, 6 აგვისტოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა და კონფლიქტის დარეგულირების საკითხები განიხილა.
”მოსკოვში ელიან, რომ მალე განახლდება დიალოგი უსაფრთხოების საკითხებზე ოთმხრივ ფორმატში,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ჭუბურხინჯის ტრადიციული შეხვედრების (ქართული და აფხაზური მხარეების; რუსი სამშვიდობოებისა და გაეროს დამკვირვებლების მონაწილეობით) განახლებაზე მხარეები ბონში ივნისის ბოლოს გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეს გადაწყვეტილება ამ დრომდე არ ხორციელდება.
This post is also available in: English (ინგლისური)