ახალი ამბები

თბილისი რუს სამშვიდობოებს ზემო აფხაზეთის გზის ბლოკირებაში ადანაშაულებს

ივლისის დასაწყისიდან აფხაზეთში განლაგებული კოლექტიური სამშვიდობო ძალების (კსძ) სარდლობა ”მანდატის უხეში დარღვევით” დაბრკოლებებს უქმნის საქართველოს შსს-ს პირადი შემადგენლობის და ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას სამეგრელო-ზემო სვანეთის გზაზე. ეს გზა კოდორის ხეობისკენ მიდის.


კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 8 ივლისს ასევე აცხადებს, რომ მთავარ პრობლემას წარმოადგენს ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად გახსნილი N302 საგუშაგო, რომელსაც არ აქვს გზაზე გადაადგილების, ან რაიმე სხვა სახის კონტროლის დაწესების უფლება, თუმცა ცდილობს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ერთადერთი მაგისტრალური გზის ბლოკირებას.


”ეს იწვევს ადგილობრივი სამოქალაქო ადმინისტრაციის მიერ კანონიერი უფლება-მოვალეობების განხორციელების შეზღუდვას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. მოვითხოვთ, რათა დაუყონებლივ შეწყდეს კსძ-ს განუკითხავი თვითნებობა,”- ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button