skip to content
ახალი ამბები

საქართველოს დელეგაცია ვენაში CFE-ის თაობაზე კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიორგი მანჯგალაძის ხელმძღვანელობით ვენაში გაემგზავრა, სადაც 12-15 ივნისს იმართება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ (CFE) ხელშეკრულების თაობაზე კონფერენცია.


აღნიშნული კონფერენცია რუსეთის მოთხოვნით ტარდება მას შემდეგ, რაც 26 აპრილს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არ გამორიცხა, რომ რუსეთმა შესაძლოა მორატორიუმი გამოაცხადოს ხელშეკრულებაზე მანამ, სანამ ყველა წევრი სახელმწიფო არ მოახდენს მის რატიფიცირებას. 
 
ნატოს წევრი ქვეყნების მიერ ხელშეკრულების რატიფიცირების გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ რუსეთს არ შეუსრულებია თავისი ვალდებულებები საქართველოდან და მოლდოვადან საკუთარი ბაზების გაყვანის თაობაზე. ეს ვალდებულებები 1999 წლის ნოემბერს სტამბოლში ხელმოწერილი ადაპტირებული CFE -ს შემადგენელი ნაწილია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button