ახალი ამბები

შსს: ორმხრივი სროლების შედეგად ერთი პიროვნება დაიღუპა

ქართველი სამართალდამცავების მიერ თბილისიდან გატაცებული ავტომანქანის დევნის დროს, ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანასთან ორმხრივი სროლის შედეგად ლიკვიდირებული იქნა ოსი პიროვნების გიორგი თედეევი, ხოლო მანქანის გატაცებაში მეორე ეჭვმიტანილმა არკადი ძერანოვმა ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე  მიმალვა შეძლო, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. 


ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის მკვიდრები: გარდაცვილილი თედეევი და არკადი ძერანოვი, რომლებიც შსს-ს განცხადებით, კოკოითის უკანონო შეიარაღებული ფორმირების ე.წ ’’ოპოლჩენების’’ წევრები იყვნენ, 2 ივნისს ორი ქართველი მოქალაქის როსტომ ნოზაძისა და ვასილ გელაშვილის გატაცებაში იყვნენ ეჭვმიტანილები, რომლებიც მალევე გაათავისუფლეს. შსს-მ ცხინვალს 5 ივნისს თედეევისა და ძერანოვის გადმოცემა მოსთხოვა.


იმავდროულად, 9 ივნისს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს ინფორმაციას,  რომ ქართული შეიარაღებული ფორმირებები თავს დაესხნენ ზნაურის რაიონის სოფელ წნელისის ორ მკვიდრს.


ამავე ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი, გიორგი თედეევი ტყვედ ჩავარდინის შემდეგ მოკლეს, ხოლო მეორე დაჭრილმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მიმალვა შეძლო და ამჟამად ცხინვალის საავადმყოფოშია მოთავსებული.


”დაჭრილის თქმით, სროლები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო, სროლის ინტენსივობის მიხედვით, თავდამსხმელები იყვნენ ძალიან ბევრნი”, – იუწყება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button