ახალი ამბები

პრეზიდენტი ბათუმის ახალ აეროპორტს გახსნის

დღეს პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმის ახალ საერთაშორისო აეროპორტს გახსნის, რომელიც წელიწადში 600 ათასი მგზავრის მოემსახურებას შეძლებს და თურქეთის შიდა ფრენების ქსელის ნაწილი იქნება. 


თურქული წყაროების ცნობით, აეროპორტის გახსნის ცერემონიალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა გიულიც დაესწრება.


ბათუმის აეროპორტის მშენებლობა თურქულმა კომპანია შპს TAV Urban Georgia-მ განახორციელა, რომლის თაობაზეც შეთანხმება ქართულ მხარესთან 2005 წლის სექტემბერში გაფორმდა. მთლიანობაში ამ პროექტში 28,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.


TAV Urban Georgia-მ ააშენა ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი შენობაც, რომელიც ექსპლოატაციაში თებერვალში შევიდა.


 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button