ახალი ამბები

საქართველოსა და იორდანიას შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა

18-20 მაისს იორდანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და იორდანიის მეფე აბდულა II იბნალ ჰუსეინის შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა იორდანიისა და საქართველოს მთავრობებს შორის პირველ ორმხრივ ჩარჩო ხელშეკრულებას.


”[ხელშეკრულება] ორი ქვეყნის შემდგომი თანამშრომლობის საფუძველი იქნება,”- ნათქვამია პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსამსახურის 21 მაისის ინფორმაციაში.


შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა იორდანიის მეფის საქართველოში ოფიციალური ვიზიტი ივნისის შუა რიცხვებში.


საქართველოს პრეზიდენტმა ასევე მონაწილეობა მიიღო ეკონომიკურ ფორუმში, სადაც 16 სახელმწიფოს მეთაურს და 56 ქვეყნის სხვა წარმომადგენლებს ”საქართველოს – წარმატების ფორმულა” გააცნო.


მიხეილ სააკაშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო ”G11“ ჯგუფის შეკრებაზე. ეს გაერთიანება გასულ სექტემბერს იორდანიის მეფის ინიციატივით შეიქმნა და აერთიანებს იორდანიას, მაროკოს, ეკვადორს, საქართველოს, ინდონეზიას, პარაგვაის, შრილანკას, ჰონდურასს, პაკისტანს, ხორვატიას და სალვადორს.


სამიტზე განისაზღვრა ”G11“ და ”G8“ (დიდი რვიანის) ჯგუფის ქვეყნების პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებები და საერთო ხედვის შესახებ მიღებული იქნა დეკლარაცია, რომელიც დიდი რვიანის ქვეყნებს ივნისის სამიტზე გადაეცემათ.


პრეზიდენტი სააკაშვილის სამიტის ფარგლებში გამოვიდა ინიციატივით  ”G8“ ჯგუფის ქვეყნებთან განხილული იქნას ისეთი ქვეყნებისადმი დახმარების საკითხი,  ”როგორიც ჩვენ ვართ – წარმატებულად განვითარებადი ქვეყნები… რადგან რეფორმების შედეგები სახეზეა. აქ ნაყოფიერი ნიადაგია განვითარებისთვის”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button