ახალი ამბები

ოპოზიციონერი დეპუტატი საზღვართან დაკავშირებით სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნათელი უნდა მოჰფინონ იმ სიტუაციას, რომელიც საზღვრის დემილიტაციის შესახებ აზერბაიჯანთან შეთანხმებას უკავშირდება, განაცხადა დეპუტატმა კონსერვატორული პარტიიდან ზვიად ძიძიგურმა 14 მაისს.  
 
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 12 მაისს თბილისში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებას მალე მოაწერენ ხელს.


”მალე გაიმართება [ქართული და აზერბაიჯანული] სამუშაო ჯგუფების შეხვედრა… სტრატეგიული სიმაღლეები დარჩება აზერბაიჯანული კონტროლის ქვეშ, ხოლო სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა დარჩეს… დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ შეთანხმების ხელმოწერას,” – განაცხადა სააკაშვილმა.


დეპუტატმა ძიძიგურმა 14 მაისს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეუძლებელია ”სტრატეგიული სიმაღლეების” გამოცალკევება სამონასტრო კომპლექსისგან. 


”ასეთი რამ ვერ მოხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ იმ სტრატეგიულ სიმაღლეებზე გახლავთ ყველა კელია, სამლოცველო, ყველა ნაგებობა. ცალკე სიმაღლის განხილვა და ცალკე სამონასტრო კომპლექსის განხილვა სრულიად შეუძლებელია”, – განაცადა ძიძიგურმა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button