ახალი ამბები

სააკაშვილი: საქართველო და აზერბაიჯანი საზღვარზე მალე შეთანხმდებიან

საქართველო და აზერბაიჯანი საზღვრის დელიმიტაციის შესახებ შეთანხმებას მალე მოაწერენ ხელს, განუცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჟურნალისტებს 12 მაისს თბილისში ვიზიტად მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ.


ორ ქვეყანას შორის საზღვრის 35% ჯერ კიდევ შესათანხმებელია, მათ შორისაა ”დავით გარეჯის” მონაკვეთიც. კლდეში გამოკვეთილი ეს სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ნაწილია.


”მალე გაიმართება [ქართული და აზერბაიჯანული] სამუშაო ჯგუფების შეხვედრა… სტრატეგიული სიმაღლეები დარჩება აზერბაიჯანული კონტროლის ქვეშ, ხოლო სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა დარჩეს… დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ შეთანხმების ხელმოწერას,” – განაცხადა სააკაშვილმა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button