skip to content
ახალი ამბები

ეუთოს თავმჯდომარე გმობს სამხრეთ ოსეთში პოლიციელებზე თავდასხმას

ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიგელ ანხელ მორატინოსმა დაგმო 25 მარტს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მომხდარი თავდასხმა, რასაც ორი ქართველი პოლიციელის სიცოცხლე შეეწირა, იტყობინება ეუთოს პრესსამსახური 26 მარტს.


”ვგმობ ამ სერიოზულ თავდასხმას და ღრმად შეშფოთებული ვარ კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის გამწვავების გამო, რაც ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების რაოდენობის ზრდის შედეგია”, – განაცხადა მორატინოსმა.


”ამგვარი ვითარება სამწუხაროდ გვახსენებს, რომ საჭიროა მხარეებმა გამართონ მნიშვნელოვანი დიალოგი. მოვუწოდებ მათ, გააძლიერონ პოლიტიკური მოლაპარაკებების პროცესი, გასულ კვირას სტამბულში გამართული შსკ-ს თანათავმჯდომარეების არაფორმალური სხდომის საფუძველზე”, – დასძინა მან.


თბილისის განცხადებით, თავდასხმა კონფლიქტის ზონაში მოქმედი ოსი შეიარაღებული დაჯგუფებების და რუსული სპეცსამსახურების მიერ მოწყობილი პროვოკაცია იყო. ცხინვალის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მილიციამ ცეცხლი გახსნა, რათა ”ქართველი დივერსანტების ჯგუფი” მოეგერიებინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button