ახალი ამბები

თბილისში საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხები განიხილეს

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიების შეხვედრა, იტყობინება საგარეო საქმეთა სამინისტრო.


საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის რამოდენიმე მონაკვეთი შეთანხმდა შეხვედრაზე, სადაც ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძე, ხოლო სომხურს მისი კოლეგა გეღამ ღარიბჯანიანი წარმოადგენდა.


თუმცა საგარეო უწყების ინფორმაციაში არ არის კონკრეტულად მითითებული საზღვრის რომელ მონაკვეთებზე მიაღწიეს მხარეებმა შეთანხმებას. აქამდე 110 კილომეტრიანი მონაკვეთი იყო შეთანხმებული, რაც საზღვრის მთელი პერიმეტრის ნახევარს შეადგენს.


სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გეღამ ღარიბჯანიანი მიიღო ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა, სადაც  განხილულ იქნა საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button