ახალი ამბები

ტელეკომპანია ”იმედმა” ახალი თოქშოუ დაიწყო

ტელეკომპანია ”იმედის” ახალი ყოველდღიური პოლიტიკური თოქშოუ ”ღია ეთერი” პირველად 5 თებერვალს გავიდა პირდაპირ ეთერში.


პირველი გადაცემა ეკა ხოფერიამ წაიყვანა, რომელმაც გასული წლის ივლისში ტელეკომპანია ”რუსთავი 2” დატოვა და ხელისუფლება მასზე ზეწოლაში დაადანაშულა.


თოქშოუს ”ღია ეთერი” წამყვანები ასევე იქნებიან ინგა გრიგოლია და გიორგი თარგამაძე.


”ღია ეთერში” მოწვეულ სტუმართა შორის იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი. ეკა ხოფერია ცდილობდა რთული შეკითხვები დაესვა მისთვის სასამართლო სისტემაზე ხელისუფლების გავლენის საკითხებზე. კითხვები ასევე ეხებოდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გახმაურებულ საქმეს, თუმცა კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ის არ გააკეთებდა კომენტარს კონკრეტულ საქმეებსა და სასამართლო პროცესებზე.


გადაცემას ასევე სტუმრობდა გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ქვრივი, ნინო ქადაგიძე-ჟვანია.


მისი თქმით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ”კარგად ორგანიზებული მკვლელობა” იყო და არა არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლის მიერ გამოწვეული უბედური შემთხევა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button