skip to content
ახალი ამბები

ლავროვი მოსკოვში კოკოითს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ედუარდ კოკოითმა 19 იანვარს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ჩიხში მოქცეულ მოლაპარაკებათა პროცესზე იმსჯელეს და მოუწოდეს ქართულ მხარეს განაახლოს მუშაობა შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში.


“ამ [მოლაპარაკებათა] საკითხში პოზიტიური დინამიკის არ არსებობა შესაძლოა სამხრეთ ოსეთსა და მთელს რეგიონში მადესტაბილიზირებელ ფაქტორად იქცეს და წინააღმდეგობის, მათ შორის სამხედრო, გამწვავება გამოიწვიოს კონფლიქტის ზონაში“, – იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეხვედრის მხარეთა პოზიციებზე დაყრდნობით.


ლავროვმა და “მოსკოვში სამუშაო ვიზიტით მყოფმა სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა“, როგორც მას რუსეთის საგარეო უწყება მოიხსენიებს, გამოთქვეს შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისი უარს აცხადებს ხელი მოაწეროს ცხინვალთან ცეცხლის განუახლებლობის შესახებ შეთანხმებას. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button