ახალი ამბები

აფხაზეთში საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნა იგეგმება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მომუშავე კომისია საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნის საკითხზე მუშაობს, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი“.


“უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოვალეობებს ვერ შეასრულებს. ჩვენ ვაშენებთ სახელმწიფოს კანონის საფუძველზე და სრულყოფილი საკანონმდებლო სისტემა უნდა გვქონდეს“, – განუცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა კომისიის წევრებს სოხუმში 12 იანვარს.


ბაღაფშმა დაავალა კომისიას ერთ კვირაში დაასრულოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა, რათა შემდეგ ეს ინიციატივა საჯაროდ იქნას განხილული.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button